რეზონანსი
12.09.2025

კახეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა - სეტყვამ ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

რამდენიმე საათის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ სოფელ ვარდისუბანსა და რუისპირში სასოფლო - სამეურნეო სავარგულები, კონკრეტულად, ვენახები დააზიანა. ამ დროის ინფორმაციით სოფელ რუისპირში დასეტყვილი 100 ჰა ვენახის ფართობი, ხოლო სოფელ ვარდისუბანში 50 ჰა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, კოორდინირებულ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული ვენახების შეფასება, რის შემდეგაც „მევენახე - ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა დროულად ჩააბარონ დაზიანებული ყურძენი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×