რეზონანსი
12.09.2025

უკრაინა ტერიტორიულ დათმობებზე არ წავა, ეს ვლადიმირ პუტინს არანაირად არ შეაჩერებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ფაქტობრივად, მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიებია.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიებზე, სინამდვილეში ეს არის უსაფრთხოების გარანტიები მთელი ევროპისთვის. ეს უკვე აშკარა რამაა. ახლა უკვე ბანალურიც კი“, - განაცხადა მან.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩინეთზე გავლენის მოხდენის გზა, რათა მათ გამოიყენონ საკუთარი გავლენა რუსეთზე ომის დასასრულებლად“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×