
13 სექტემბრისა და 4 ოქტომბრის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლევან ხქბეიშვილი დაკავებულია, რომელსაც ხელისუფლება „მშვიდობიანი რევოლუციით" უნდა შეეცვალა. ამის ფონზე მისი პარტიელები აქტიურდებიან და იმედი აქვთ, რომ ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავება ხალხს აიძულებს ქუჩაში გამოვიდნენ. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ 13 სექტემბერს, დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზრდება.
„დაკავებები აქციებზე ნამდვილად არანაირ გავლენას არ მოახდენს და ამაზე მიუთითებს, როცამათ დაკავებას არავითარი პროტესტი არ მოჰყვა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ ადგილი ჰქონდეს ფიზიკურ დაპირისპირებას",- განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
11 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.
ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პეტრეცისკარიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბრისაქციაზე ლევან ხაბეიშვილის ადგილას ასობით დაათასობით სხვა ადამიანი გამოვა.
„მიხეილ სააკაშვილის როგორც ეშინია ბიძინაივანიშვილს ამდენი წელია, როგორც ჩანს, ლევანისიცძალიან შეეშინდა. ამ შიშის გამო სხვა გამოსავალივერ იპოვეს, უბრალოდ ადამიანის იზოლირებაგადაწყვიტეს და დააკავეს აბსოლუტურად გაუგებარი, წარმოუდგენელი და აბსურდული ბრალდებით, ვითომ ვიღაცას ქრთამს სთავაზობდა. სინამდვილეში, კანონის საფუძველზე, საბიუჯეტოასიგნებებით გათვალისწინებული ჯილდოს დაპრემიის შეთავაზება როგორ შეიძლება იყოს ქრთამი, ამაზე პასუხი თავად გაეცით.
4 ოქტომბრის გეგმებს რაც შეეხება, ამით არაფერიიცვლება. რეჟიმს თუ ეგონა, რომ ამით ველსმოასუფთავებდა და ლევანის იზოლირებით იმ მუხტსდა ტალღას ჩააქრობდა, რომელიც 4 ოქტომბრისთვისიგეგმება და იმ ბრაზს გაანეიტრალებდა, რაცსაზოგადოებაში არსებობს, დარწმუნებული ვარ, პირიქით მოხდება. ლევანი დააკავეს, მაგრამ მისადგილას გამოვა ასობით და ათასობით სხვაადამიანი, რომელიც ლევანს ჩაანაცვლებს 4 ოქტომბერს, როდესაც ისინი ქართველი ხალხისრისხვას ნახავენ", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
პეტრე მამრძე ფიქრობს, რომ ოპოზიციონერები ყველაფერს აკეთებენ, რათა ძალადობრივი მომენტები შექმნან.
„დაკავებები აქციებზე ნამდვილად არანაირგავლენას არ მოახდენს და ამაზე მიუთითებს, როცამათ დაკავებას არავითარი პროტესტი არ მოჰყვა. მეაუცილებლად უნდა ავღნიშნო, როცა ადამიანი ღიაეთერში ძალოვანებს კოლოსალურ თანხებსჰპირდება, რომ მათ თავიანთი საქმე არ შეასრულონდა კანონი დაარღვიონ, რა თქმა უნდა, დასაკავებელიიყო.
მე მათ ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, არაფერიდარჩენიათ გარდა პროვოკაციებისა დაშეხლა-შემოხლებისა - გინება, უხამსი ჟესტიკულაცია, მტვრევა და ა.შ. ყველაფერს აკეთებენ, რომფიზიკური შეხება მოხდეს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მსგავს ფაქტებსაც ჰქონდეს ადგილი ხვალ. შეგახსენებთ მათ ლოზუნგს - 13 სექტემბერს მთელითბილისი გაეხვევა ალში. ეს ითქვა საჯაროდ, რაცნამდვილად დანაშაულია. არ გამოუვათ, ძალოვანებიკარგად მუშაობენ, მაგრამ მცდელობა კი ექნებათ",- განაცხადა პეტრე მამრაძენ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე 13 სექტემბრის აქციის მშვიდობიანად დასრულებას ვარაუდობს. მივივე აზრით, ოპოზიციონერების დაკავება დაგეგმილ აქიებზე გავლენას მოახდენს.
„გარკვეულწილად ხელისუფლების მიზანია აქციებიპოლიტიკური ლიდერების გარეშე დატოვოს, პირველრიგში ხაბეიშვილის. ასევე, შესაძლებელიალიდერების დაკავებით ხელისუფლების მიზანიოპოზიციური ველის დასუსტება იყოს. თუმცა მე ასემგონია, უფრო მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში, რადგანუფრო მეტს გაუჩნდება პროტესტის გრძნობა, ვინაიდან ვიცით, ორ უკანონო დაკავებას ჰქონდაადგილი.
რა თქმა უნდა, ხვალ ყველაფერი შესაძლებელიამოხდეს, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რადგანბევრი ხალხი იქნება და ხელისუფლება ვერ გაბედავსდაპირისპირებას. თუმცაღა გამორიცხული არ არის, როგორც ნოემბრის აქციისას გამოიყენეს საპოლიციოძალები, ახლაც ასე ქნან, რადგან ხალხს შეეშინდესდა ოქტომბრის აქციაზე არ გამოვიდეს. საბოლოოდ კიმგონია, რომ ხვალინდელი აქცია მშვიდობიანადჩაივლის",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".