რეზონანსი
12.09.2025

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, კიდევ 27 ოჯახს დაუკანონდა. საბურთალოს, გლდანის, ნაძალადევის, სამგორის, კრწანისის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან გიორგი კობიაშვილთან ერთად გადასცა.

„ვულოცავ ამ ადამიანებს. მათთან ერთად მეც ბედნიერი ვარ. დიდი ხანია ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას. დღეს უკვე გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. აღნიშნული პროგრამა წარმატებით მუშაობს. ვინც იგივე პრობლემის წინაშე დგახართ, მიმართეთ რაიონულ გამგეობებს. ასეულობით მილიონი ლარის ქონება არის არის გადაცემული კერძო საკუთრებაში, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იყო. აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით 3 300-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.

დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ადგილზე კახა კალაძესთან ერთად აღნიშნული გამგეობების გამგებლები და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლები, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×