რეზონანსი
12.09.2025

მელიქიშვილის გამზირზე, აქციის შემდეგ დაკავებული მმართველი გუნდის ორი მხარდამჭერის გათავისუფლების მიზეზი, არსებული ინფორმაციით დაზარალებულების ჩვენება გახდა.

"კურიერმა" გაარკვია მიზეზი, თუ რატომ გათავისუფლდა მელიქიშვილზე აქციის შემდეგ დაკავებული "ქართული ოცნების" ორი მხარდამჭერი. 

ირაკლი ბუაჩიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზეზი დაზარალებულის ჩვენება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბუაჩიძეს მისთვის ხელკეტი არ დაურტყამს. 

რაც შეეხება ზაზა მამალაძეს, დაზარალებულმა ჩვენებაში დააფიქსირა, რომ ხელის მოქნევის შედეგად მას ტკივილი არ განუცდია, რაც ავტომატურად მამალაძის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×