რეზონანსი
12.09.2025

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას გამოეხმაურა.

მათიკაშვილის თქმით, ნებისმიერ ადამიანი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, სამართლიანადვე აგებს პასუხს.

"მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა საგარეო გამოწვევებს ებრძოდა და იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენი ქვეყნისთვის, ამასობაში ყოფილი თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას ცდილობდა.

სახეზეა ის ბრალდება, რომელიც პროკურატურამ მას წაუყენა. ნებისმიერი პირი, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს, თუ მას ხელი წაუცდება, თუ ჩაიდენს დანაშაულს, მით უმეტეს, იქნება ასეთი მძიმე, ნებისმიერ შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენს მოუწევს პასუხისგება, ვინც არ უნდა იყოს ის", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×