რეზონანსი
12.09.2025

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერიან პაპუაშვილი სანზონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს და იქ არსებულ პრობლემებს ეცნობა. 

პაპუაშვილის თქმით, მათი მთავარი მიზანია, რომ თითოეული პრობლემა დროულად მიიტანონ შესაბამის უწყებებამდე და უზრუნველყონ მათი ეფექტური მოგვარება.

“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სანზონაში, გვაზაურის ქუჩის მოსახლეობას შევხვდი. შეხვედრაზე დეტალურად ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ყოველდღიურად აწუხებს ადგილობრივებს. განსაკუთრებით გამოიკვეთა წყლის მიწოდებისა და შიდა გაყვანილობის საკითხები. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, რომ თითოეული ასეთი პრობლემა დროულად მივიტანოთ შესაბამის უწყებებამდე და უზრუნველვყოთ მათი ეფექტური მოგვარება. მოსახლეობის ჩართულობა და მათთან პირდაპირი კომუნიკაცია არის ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი”,- წერს ვალერიან პაპუაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×