
რაც არ უნდა დაწერონ ფურცელზე, არ არსებობს ბრალი, რადგან სისხლის სამართლის კოდექსით, აღნიშნული მუხლი პრეამბულა დისპოზიციით ლევან ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს, რადგან დანაშაული არ მომხდარა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ ჟურნალისტებს სუს-თან განუცხადა.
როგორც ტყეშელაშვილმა მედიას დაკავებულის მონახულებამდე განუცხადა, ლევან ხაბეიშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ.
„მე უნდა მოვინახულო ლევან ხაბეიშვილი, რომ გავიარო სხვადასხვა დეტალი. რაც შეეხება ბრალის წარდგენას - ჩემთვის როგორც ცნობილი არის, შეიძლება წარდგენილ იქნას 4-5 საათისთვის - აქედან გამომდინარე, ველოდები ბრალს. კიდევ ერთხელ მინდა, რომ საზოგადოებას ვუთხრა: ეს ბრალი არ არსებობს, რაც არ უნდა დაწერონ ფურცელზე, რაც არ უნდა გადღაბნონ, არ არსებობს ბრალი, რადგან სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული მუხლი პრეამბულა დისპოზიციით ლევან ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს, რადგან დანაშაული არ მომხდარა", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.