რეზონანსი
12.09.2025

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსთავის“ ცნობით,, „ჰონდას“ მარკის ავტომობილი „ბეემვეს“ მარკის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ინერციით საცხობის მიმდებარედ, ბორდიურზე ავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარიის დროს არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლი გადაადგილების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×