
ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს. ამჯერად, ის ზღვისუბნის მე-3 მრ, I კვ, N18-19 კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა.
„მისამართზე ცოტა ხნის წინ რეაბილიტირდა სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე. ადგილობრივებს სკვერის მოწყობა სურთ, რომლის პროექტი რაიონულ გამგეობას უკვე შემუშავებული აქვს. მიუხედავად შესრულებული სამუშაოებისა, უბანში გამოწვევები კვლავ რჩება, რასაც მჯერა, ერთიანი ძალისხმევით დავძლევთ და იმავე ტემპით კახა კალაძის გუნდი კიდევ ბევრ პროექტს განახორციელებს ზღვისუბანში“ - აღნიშნავს ბენდელიანი.
ის ასევე, მე-4 მრ, N8 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის პრობლემებსაც გაეცნო და მათ მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრა. როგორც ბენდელიანი აღნიშნავს, აქტიური კომუნიკაცია ექნებათ ზღვისუბნის მოსახლეობასთან და ერთად იზრუნებენ მისი განვითარებისთვის და გალამაზებისთვის.
„მეორე შეხვედრა მე-4 მრ, N8 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ გავმართე. ამომრჩეველთან ვისაუბრე როგორც არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელთა განხორციელება ზღვისუბნისთვის აუცილებელია. მისამართზე სულ ახლახან კეთილმოეწყო და განახლდა საბავშვო გასართობი მოედანი. N7 საცხოვრებელ კორპუსში კი სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც დაიგო ასფალტის საფარი. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვექნება ზღვისუბნის მოსახლეობასთან და ერთად ვიზრუნებთ მის კიდევ უფრო განვითარებისა და გალამაზებისთვის.“ - წერს ბენდელიანი.