რეზონანსი
11.09.2025

ისე მიჰყავთ საქმე, ღმერთმა არ ქნას, როგორც ნეპალში ხდება, ისე მოხდეს აქაც. ეს უნდა ავიცილოთ, თორემ შეიძლება, ასეც მოხდეს, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ჭკვიანურად მოიქცევიან, „თუ დღესვე გამოუშვებენ ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდელავას“.

„ხვდებიან, რომ მიწა არ აქვთ დაბლა და მთელი საქართველოა მათ წინააღმდეგ, გადავიდნენ რეპრესიებზე, მაგრამ ამ თაობას მაინც ვერ გააჩერებენ. ძალიან ჭკვიანურად მოიქცევიან, თუ დღესვე გამოუშვებენ ლევანსაც და მურთაზ ზოდელავას. 4 ოქტომბრის აქციის მზადება გაგრძელდება. რა თქმა უნდა, პროცესს ლევანის არყოფნა დაეტყობა, იმიტომ, რომ ლევანი ძალიან აქტიური ადამიანია, დააკლდება ყველა დაკავებული ადამიანი. მეორე მხრივ, ეს ადამიანებისთვის მაგალითია, ესენი გასაჩერებლები არ არიან ერთი წუთითაც, 4 ოქტომბრამდეც არ არიან გასაჩერებელი. 4 ოქტომბერი იყო კარგად მომზადებული, წყნარად, მშვიდად გაგვეკეთებინა ყველაფერი შეტაკებების გარეშე, მაგრამ ახლა უკვე რა მოხდება, არ ვიცი. ამათ ისე მიჰყავთ საქმე, ღმერთმა არ ქნას, როგორც ნეპალში ხდება, ისე მოხდეს აქაც. ამიტომ ეს უნდა ავიცილოთ, თორემ შეიძლება, ასეც მოხდეს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×