
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სუს -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.
ნინო ფოჩხუა მიმართავს საზოგადოებას და ამბობს, რომ თუ რომელიმე ქვეყნის მთავრობა საქართველოში აგზავნის ასაფეთქებელ ნივთიერებებს, რომლებიც ტროტილზე ბევრად ძლიერია და ამის შედეგად შესაძლოა ვინმეს ოჯახის წევრი დაზარალდეს ან დაიღუპოს, ამაზე სიძულვილისგან „გაყინულმა ტვინმაც“ უნდა იფიქროს. ფოჩხუა კრიტიკულადაა განწყობილი იმ პირთა მიმართ, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს.
„ქვეყანა, რომლის მთავრობა ასაფეთქებელ ნივთიერებებს აგზავნის, თან ტროტილზე ბევრად ძლიერი მოქმედების, შენს სამშობლოში და თუ წარმატებით ჩაატარეს სპეცოპერაცია, შენი ოჯახის წევრი ან შენი მეგობარი ან ნათესავი დაზარალდა ან გარდაიცვალა, ამაზე არ უნდა იფიქროს შენმა სიძულვილისგან გაყინულმა ტვინმა?
იძახეთ ეხლა სლავა უკრაინა და შემოიხვიეთ უკრაინის დროშები.
როგორ უცბად დაეტყო უსაფრთხოების სამსახურს რკინის ხელი, მადლობა მათ ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის“ - წერს ფოჩხუა.