
ბოლო პერიოდში, დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ საკითხზე იყვნენ კონცენტრირებულები – ე.წ. „მეგობარი აქტის“ გატანაზე. ხარჯავდნენ რესურსს,(მათ შორის ფინანსურს) აწყობდნენ შეხვედრებს, ამუშავებდნენ კონტაქტებს უცხოეთში და ცდილობდნენ, რომ ეს ინიციატივა საქართველოსთვის დამაზიანებელ, ლეტალურ პოლიტიკურ იარაღად ექციათ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, შედეგი კი რადიკალურად განსხვავებული მიიღეს, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, სენატში ვერ შეძლეს საჭირო მხარდაჭერის მოპოვება.
„ბოლო პერიოდში, დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ საკითხზე იყვნენ კონცენტრირებულები – ე.წ. „მეგობარი აქტის“ გატანაზე. ხარჯავდნენ რესურსს,(მათ შორის ფინანსურს) აწყობდნენ შეხვედრებს, ამუშავებდნენ კონტაქტებს უცხოეთში და ცდილობდნენ, რომ ეს ინიციატივა საქართველოსთვის დამაზიანებელ, ლეტალურ პოლიტიკურ იარაღად ექციათ.
შედეგი კი რადიკალურად განსხვავებული მიიღეს, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, სენატში ვერ შეძლეს საჭირო მხარდაჭერის მოპოვება.
გასროლა მათი იარაღიდან – რომ „მეგობარი აქტი“ ქვეყნის შიგნით მმართველი ძალის წინააღმდეგ მიემართათ ისევ მათივე მისამართით მოხდა.
სწორედ ამიტომ, დღეს ოპოზიცია და მათი თანამზრახველები NGO-დან მძიმე იმედგაცრუების წინაშე დგანან.
მათ ეგონათ, რომ შეძლებდნენ საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაციის შელახვას და გარედან ზეწოლის ინსტრუმენტად აქცევდნენ კანონპროექტს, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს მიაღწიეს. აღნიშნული ისტორიის მორალი მარტივი ჭეშმარიტებაა: როდესაც საკუთარი ქვეყნის დასუსტებისთვის და არა მისი გაძლიერებისთვის იბრძვი, შედეგიც ყოველთვის ერთი იქნება – მარცხი. „მეგობარი აქტის“ ჩავარდნა სწორედ ამის ყველაზე ნათელი მაგალითია.“ - წერს მეგრელიშვილი.