რეზონანსი
11.09.2025

ჰელსინკის კომისიაზე გამოჩნდა, რომ ეს ორგანიზაცია „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მის გადაწყვეტილებებში ყოველთვის ჩანს, რომ საქართველოს არ აღიქვამს როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, უსამართლოდ აკრიტიკებს და უგულებელყოფს ევროპის ინსტიტუტების იმ კვლევებს, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს პოზიტიურად აფასებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ჰელსინკის კომისია გვეუბნება, თურმე მოლდოვასა და უკრაინაში დემოკრატია ყვავის და საქართველოში უკან მიდის“.

იქნებ თავის გვერდზე არსებულ მართლმსაჯულების უზენაესობის პროექტის სათაო ოფისს გადახედოს, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი პირიქითაა – ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში უკრაინაა, მესამეზე კი, მოლდოვა. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობებს, აქ ყველაფერი ტრაგიკომიკურია. ის, რომ ჩინეთთან ურთიერთობას თავად შეერთებული შტატები უპირატესობას ანიჭებს, ეს ტრამპის განცხადებებსა და ვიზიტებში პირდაპირ ჩანს. პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით, შეერთებულ შტატებს აქვს პრიორიტეტი, ჩინეთთან ურთიერთობები დაალაგოს. ასევე ევროკავშირის დელეგაცია იყო ჩასული ჩინეთში და ხელშეკრულებები გააფორმეს, მათ შორის შვეიცარიამ სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა. ვინც ჰელსინკის კომისიაში ეს ადამიანები მიიწვია, საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად ვერ წარმოუდგენიათ. მათი გადმოსახედიდან საქართველო ან ჩინეთის მონა უნდა იყოს, ან – ამერიკის. მათ სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ. ისინი, თავიანთი გადმოსახედიდან, უპირატესობას ანიჭებენ, რომ საქართველო ამერიკის მონა იყოს, ვიდრე ჩინეთის – მონა. ეს მათი მენტალიტეტია. ვერ აზროვნებენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი უნდა იყოს და დამოუკიდებელ ქვეყანას ჩინეთთანაც კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ამერიკასთანაც, ევროკავშირთანაც და ყველა ნორმალურ ქვეყანასთან“, –  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×