რეზონანსი
11.09.2025

სასიამოვნო სიახლეა - სენატში არ არსებობს განწყობა, რომ რაიმე სახის ცუდი აქტი მიიღონ საქართველოს წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ჰყავს სანდო მეგობრები ამერიკის პოლიტიკურ წრეებში და ვიღაც დაქირავებული ჯო უილსონის დონეზე, არ დადის ქართულ-ამერიკული ურთიერთობები,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სენატი არ მიიღებს „მეგობარი აქტს“.

ქადაგიძის განცხადებით,  თინა ხიდაშელის და სალომე ზურაბიშვილის „დეკლარირებული ღალატის“  მიუხედავად, მათ საწადელს ვერ მიაღწიეს და  ხელმოცარულები დარჩნენ.

„სასიამოვნო სიახლეა — სენატში არ არსებობს განწყობა, რომ რაიმე სახის ცუდი აქტი მიიღონ საქართველოს წინააღმდეგ.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ჰყავს სანდო მეგობრები ამერიკის პოლიტიკურ წრეებში და ვიღაც დაქირავებული ჯო უილსონის დონეზე, არ დადის ქართულ-ამერიკული ურთიერთობები!

რაც შეეხება ორი უსამშობლოს

(ხიდაშელი,ზურაბიშვილი) ვიზიტს შტატებში, სადაც ჯერ დაიბარეს, ალაპარაკეს და ბოლოს უთხრეს, რომ მიუხედავად თქვენი დეკლარირებული ღალატისა, "მეგობარი აქტი" არ გამოგვივიდა და ისევ ისეთი ხელმოცარულები რჩებით, როგორც აქამდე იყავითო...

რას იზამენ, ასეთია გაშიფრული აგენტურის ბედი, ხან იქით გადააკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმებენ და ხან აქეთ გადმოაკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმებენ!“ - წერს ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×