რეზონანსი
11.09.2025

სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ "მეგობარი აქტს", რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება, - ამის შესახებ სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა.

დემოკრატმა კონგრესმენმა აღნიშნა, "მეგობარი აქტის" ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო".

"რუსეთმა საქართველოს ნაწილი დაიპყრო და კვლავ გააკეთებს ამას, თუ შესაძლებლობა ექნება. თან ახლა მოკავშირე ჰყავთ იქ, ბატონი ივანიშვილის სახით. ასე რომ, უფრო მარტივია დაპყრობა შიგნიდან.

ბატონი უილსონი მართალია, იმდენად დიდი უმრავლესობაა, დემოკრატები და რესპუბლიკელები, ორპარტიულად უჭერენ მხარს კანონპროექტს და ეს თითქმის გაუგონარია, დიდი მხარდაჭერაა. და იქ, როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი "ჩაკვლა". გასაოცარია, რომ ეს მოხდა. რატომ მოხდა, არ მესმის“, – აღნიშნა დემოკრატმა კონგრესმენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×