რეზონანსი
11.09.2025

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როდესაც ამერიკაში ვიღაცას ან ყელს ჭრიან, ან პირდაპირ ეთერში ხალხს სნაიპერები ტყვიებს უშენენ, საფრანგეთიში კი სპეცრაზმი და მომიტინგეები ხოცავენ ერთმანეთს, ამ დროს ვიღაც ე.წ ჰელსინკის კომისიად წოდებული ვიგინდარები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე მსჯელობენ.

„დღისით-მზისით, ამერიკაში ვიღაცას ან ყელს ჭრიან, ან პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივად პატივცემულ ხალხს სნაიპერები ტყვიებს უშენენ.

ევროპაში კიდევ, საფრანგეთი ზანზარებს, სპეცრაზმი და მომიტინგეები ხოცავენ ერთმანეთს…

ხოდა, რატომღაც, ამ დროს მაინც ვიღაც ე.წ ჰელსინკის კომისიად წოდებული ვიგინდარები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე მსჯელობენ!” - წერს მეტრეველი.

ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული დაზიანების შედეგად ის მალევე დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×