
„ტიკტოკერი“ ნათია ნონიკაშვილი აქვეყნებს ბებია-შვილიშვილის კადრებს და წერს, რომ მათი დაშორების გამო ვერ გაიხარებენ.
„ნეტა სარკეში რომ იხედებით, არ გრცხვენიათ? არ გრცხვენიათ ქუჩაში სიარული? მოერიეთ უპატრონო ოჯახს? თქვენი ცოდვა არ გაგახარებთ,“ - წერს ახალგაზრდა ქალი.
ქუთაისის სასამართლომ ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი „ტიკ-ტოკის“ ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალადა, რასაც პირდაპირი ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 სექტემბერს დააკავეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე