რეზონანსი
11.09.2025

ლეიბოსიტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ლაშა ჩხარტიშვილს დედა გარდაეცვლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პოლიტიკოსი ავრცელებს:

„დღეს გარდამეცვალა დედა, რომელმაც მთელი სიცოცხლე შემომწირა... მეტი ვეღარ შეძლო და ვეღარ გაუძლო. მე, რა თქმა უნდა, მასაც, ისევე, როგორც ოჯახის სხვა წევრებს, თითქმის ყველაფერი დავაკელი.   პირველ რიგში, სხვათა დასაცავად და რეჟიმებთან უწყვეტი ბრძოლის გამო...  ამისთვის ძალიან დიდი ბოდიში მათ. ალბათ უფალი დაუფასებს.

ყველას დიდი მადლობა თანაგრძნობისთვის“, - დაწერა ლაშა ჩხარტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×