
მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი რამდენიმე თვის წინ მეუღლეს, სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეს დაშორდა.
მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდებიან და დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
რუსკა გადაცემა „მარტოობის 15 წუთის" სტუმარი იყო, სადაც მეუღლესთან დაშორების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ეს მისთვის მტკივნეული თემაა და ახლაც გამკლავების პროცესშია.
„დიდი ხანი იყო ეს ყველაფერი ბევრი წლის ფიქრი, აწონ-დაწონა. არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა და შემდეგ ამის გაანალიზდება, ძალიან მიჭირს ცვლილებები და მეშინია ამის ყველა კუთხით, დაშორება კიდევ უფრო რთულია. დაშორება არ მიმდინარეობდა თანაცხოვრების პერიოდში. ეს არის ურთულესი და ძალიან მძიმე პერიოდი, როგორ უნდა გაუმკლავდე ამ ყველაფერს. ახლაც გამკლავების პროცესში ვარ და ძალიან მტკივნეული თემაა. რთულია ძალიან, თან მაშინ, როცა ორი შვილი გყავს", - ამბობს რუსკა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე