დაახლოებით წლის ბოლოს დღის წესრიგში უკვე დადგება ეს საკითხი
გვანცა წულაია
09.09.2025

საქართველოში დიდი ჰესების აშენებაზე აღარავის საუბრობს. ამ თემის გარშემო საკითხი თითქოს გაჩერებულია და არც ძველ და დაწყებულ პროექტებს ახსენებს ვინმე. ბოლო წლებში ქვეყანას ბევრი დაპაუზებული პროექტი და არაერთი გაქცეული ინვესტორი უნახავს, სწორედ ამის გამო ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ჰესების მშენებლობაში აქტიურად უნდა ჩაერთოს და ამისათვის ყველანაირი რესურსი უნდა გამონახოს. 

ქვეყანაში ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით რთული მდგომარეობაა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჰესების წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტია, ნაწილობრივ პრობლემა ქვეყნის ენერგეტიკულ პოლიტიკასაც უკავშირდება. აქამდე საუბარი იყო არაერთი პროექტის წამოწყებაზე, მაგრამ ბოლო პერიოდში ამაზე თითქმის აღარავინ საურობს, არადა საქართველოს ენერგეტიკას განვითარება სჭიროდება, რაშიც დიდი როლი ქვეყნის ხელმძღვანელობას აკისრია. სწორედ ხელისუფლების როლზე საუბრობენ სპეციალისტები. როგორც ენერგეტიკოსმა ანზორ ჭითანავამ აღნიშნა, სახელწმიფოს მონაწილეობის, მისი უშუალო კოორდინაცის და ხელმძღვანელობის გარეშე არც ერთი პროექტი არ უნდა განხორციელდეს. 

"სიჩუმის ყველაზე მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ ეკონომიკის სამინისტროში ხდება ისეთი ცვლილებები, რომელიც იწვევს საკითხების გადავადებას. სანამ გუნდი ყველაფერში გაერკვევა, ამასობაში იცვლებიან. გამოდის, რომ ჩამოყალიბებულ აზრამდე მისვლა ვერ ხერხდება. ახლა, როგორც ვიცი, ენერგეტიკის მიმართულებით შერჩეულია მოადგილე და იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში მოხდება სერიოზული განხილვა და მსჯელობა ამ საკითხი ირგვლივ. 

ვფიქრობ, გაჩუმებულებიც არ არიან, მგონია, რომ ღრმად სწავლობენ საკითხს და შემდეგ უნდათ სერიოზული მსჯელობის ჩატარება, რაც გამოიხატება იმაში, რომ საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოვიდეს ყველა ის ობიექტი, რომელიც, თავის დროზე, იქნა უარყოფილი. ეს არის: ნენსკრა, ნამოხვანი, ხუდონი და კიდევ სხვაც. ამ ობიექტების გარეშე შეუძლებელია და არავინ უნდა მოვატყუოთ, რომ მცირე ჰესების და განახლებადი ენერგიის წყაროები საშუალებით შევძლებთ ენერგოდამოუკიდებლობის დონის ამაღლებას. 

ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა ბევრს არ ესმის რას ნიშნავს, არც ხალხს და არც ზოგიერთ ხელმძღვანელ პირს. საკუთარ რესურსებზე დაფუძნებული ენერგოობიექტები არის დამოუკიდებლობის წყარო და არა გარედან შემოტანილი რესურსების გამოყენების შედეგად მიღებული ელექტროენერგია. 

ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია ნენსკრასთან, ნამოხვანთან, ხუდონთან, მთლიანად გადასასინჯი და შესაცვლელია. ყველა საკითხი უნდა დადგეს მსჯელობის ქვეშ და უნდა იქნას მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მოსახლეობასაც ეცნობება და ამის შემდეგ ხალხისგან მიიღებს სერიოზულ მხარდაჭერას. მოსახლოების მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვა, რადგან რაც არ უნდა დიდი სპეციალისტი იყო, არავინ დაგიჯერებს, თუ ხალხმა გადაწყვეტილებაში თავისი სარგებელი არ ნახა. სარგებელი კი არის მისი კეთილდღეობა, შემოსავალის გაზრდა და კომფორტული ცხოვრობა. 

მაგალითად ენგურჰესმა გარდა იმისა, რომ ენერგეტიკას მისცა ძალიან დიდი შემოსავალი, ქვეყნის ეკონომიკას კი ამუშავების საშუალება, ასევე მან მოსახლოებას მისცა საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, საქალაქო დასახლებები და ა.შ. იგივეა ზაჰესის შემთხვევაში, რომელიც აშენებულია 1927 წელს, მან ენერგეტიკულ სიმძლავრეებთან ერთად, დაგვიტოვა ზაჰესის დასახლება და მოსახლოებას, რომელიც იქ ცხოვრობს, ყოველთვის ახსოვს ჰესის სიკეთე. ბევრი ასეთი მაგალითის დასახელებაა შესაძლებელი, ხოლო ახლა რაც შენდება, მოსახლოებას მისგან არაფერი მიუღია და ვერც მიიღებს. 

ირაკლი ღარიბაშვილის დროს მიიღეს გადაწყვეტლება, რომ ყველა ობიექტში 50% სახელმწიფოს წილი უნდა იყოს, რაც ძალიან კარგია. სახელმწიფოს მონაწილეობის, მისი უშუალო კოორდინაციისა და ხელმძღვანელობის გარეშე არც ერთი პროექტი არ უნდა ხორციელდებოდეს. ინვესტორმა კი არ უნდა გვიკარნახოს, არამედ ჩვენ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ უნდა ვუკარნახოთ. ხელისუფლებას კი უნდა ჰყავდეს დასაყრდენი ძალა ექსპერტების და სტრუქტურების სახით. სამწუხაროდ, ყველა ეს სტრუქტურა საქართველოში გაუქმებულია, გაყიდული და ნაცარტუტად არის ქცეული”, - განუცხადა "რეზონანსს” ანზორ ჭითანავამ. 

რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხდვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ აღნიშნა, რომ თუ ინვესტორი უახლოეს პერიოდში არ გამოჩნდება, ჰესების მშენებლობას თავის თავზე, სავარაუდოდ, სახელმწიფო აიღებს.

"მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანხები ეფექტიანად დაიზოგა. ანუ მას შემდეგ, რაც ახალი გუნდი მოვიდა თანხები, რომელიც სახელმწიფოს გადმოსახედიდან იფლანგებოდა მისი ეკონომია ანუ დაზოგვა განხორციელდა. აქ არის რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე საუბარი და ხაზგასმით აღინიშნა, რომ სწორი იქნებოდა ამ თანხების მიმართვა მარეგულირებელი მსხვილი ჰიდრო ელექტროსადგურების მშენებლობისკენ.

ძალიან კარგია, რომ გვყავდეს ინვესტორი, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, შემდეგი ერთი-ორი თვის განმავლობაში, დიდი ალბათობით დღის წესრიგში დადგება ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გადასახადის გადამხდელების ფულით, აშენდება ის სტრატეგიული ობიექტი, რომელიც მოემსახურება ამ ქვეყანას.

წელს პირველად მოხდა ის, რომ აგვისტოში ვიყავით იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. ეს კი ნიშნავს ძალიან სერიოზული თანხის გადინებას ქვეყნიდან. ქვეყანა გაღარიბდება, თუ ჩვენ ამ გზით გავაგრძელეთ სვლა”, - აღნიშნა მელიქიძემ. 

შეხდვერის შემდეგ ენერგეტიკული განვითარების იმედი გაუჩნდათ სპეციალისტებს. აღნიშნული შეხვედრით კმაყოფილია ენერგეტიკოსი გია არაბიძე. 

"ეკონომიკის ახალ მინისტრთან და სამინისტროში ენერგეტიკის კურატორთან ინგა ფხალაძესთან ერთად ჩატარდა საკმაოდ სერიოზული და დიდი სხდომა, სადაც, ძირითადად, განახლებადი ენერგიის წყაროებზე იყო საუბარი. იქ არსებულმა მსჯელობამ კმაყოფილების გრძნობა დამიტოვა, რადგან ბევრი კრიტიკული საკითხი იყო განხილული და გაწყვეტილებების რეალური გზაც დავინახე. ძალიან ბევრი ნებართვებია გაცემული და ამ ნებართვებით მანიპულაცია მიდის. ფიქრობენ, რომ ნებართვების გადაყიდვას ადმნისტრაციულად მიხედონ. ეს მაძლევს იმის ოპტიმისტს, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით გაცილებით უფრო სწრაფად და ეფექტურად დაიძვრება საქმე. 

ამ სხდომაზე ასევე საუბარი იყო, რომ  ჰიდროენერგეტიკასთან დაკავშირებით ცალკე სხდომა ჩატარდეს. რაღაცნაირად კმაყოფილების გრძნობა მაქვს და ვფიქრობ, ეს საქმეები ცოტა უფრო ინტერსიურად ამოქმედდება”, - განუცხადა "რეზონანსს” გია არაბიძემ და დასძინა, რომ ხელისუფლებას, ძირითადად, ადმნისტრირების როლი აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×