
ერთი კვირაა, მედია აქტიურად წერს ქართველი წყვილის ქორწილზე, რომელიც საბერძნეთში, ტბა ვულიაგმენიზე გაიმართა. დახვეწილი დეკორაციებითა და განსაკუთრებული ესთეტიკით გამორჩეულ ქორწილს არაერთი ცნობილი სახე დაესწრო.
ულამაზესი ქორწილის მთავარი გმირები ბიზნესმენი, გივიკო ჩხარტიშვილი და მისი მეუღლე, მარიამი იყვნენ.
პატარძალმა განსხვავებული სტილის საქორწინო კაბა მოირგო, რომელიც იტალიურ ბრენდს, Elisabetta Franchi -ს ეკუთვნის და რომლის ღირებულება, დაახლოებით 5 000 ევროა.
ქორწილს არაერთი ცნობილი სტუმარი დაესწრო, რომლებიც საქართველოდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩაფრინდნენ. მათ შორის იყვნენ: მილიონერი თოშა ქებურია, მეუღლესთან, ქეთი ჟღენტთან ერთად, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ოჯახი, მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მეუღლესთან, ოთო ხუროძესთან ერთად და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი.
გივიკო ჩხარტიშვილი გახლავთ ტექნოლოგიური კომპანია Noxtton-ის თანადამფუძნებელი. ეს ამბავი 2016 წელს დიდ ბრიტანეთში დაიწყო, როდესაც მან და მისმა პარტნიორმა, გიორგი ჯავახიძემ, გადაწყვიტეს დაეარსებინათ პირველი ქართული ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ევროპულ ბაზარზე იქნებოდა ორიენტირებული. დღეს Noxtton სამ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 10-ზე მეტი ქვეყნის ბაზარს ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ ის ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ბიძაშვილის შვილიშვილია.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე