
10 სექტემბერს ჩანიშნულ ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს მხრიდან მოწმის როლში სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს, ხელისუფლება არაფერს ელოდება, თუმცა, აშშ-სთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დასაწყებად ისევ მზად არიან., როგორ დასრულდება ჰელსინკის სხდომა და რა გავლენას მოახდენს მეგობარი აქტის მიღება ან არ მიღება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებზე, რომელის ჩატარებამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება.
ჰელსინკსი კომიისიის განცხადების თანახმად, „მოსმენაზე საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადახვევის გლობალურ შედეგებს განიხილავენ". „ასევე, მოწმეები განიხილავენ აშშ-ის პოლიტიკურ ვარიანტებს, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის" მიღებას, ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომელიც დამოუკიდებლობისა და აშშ-თან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს", - შეხვედრაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინათინ ხიდაშელს და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ლუკ კოფის მოუსმენენ.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისია აშშ-ის კონგრესის ორგანოა, რომელიც ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ პროცესებსა და უსაფრთხოების საკითხებს, მეგობარი აქტის საბოლოო მისაღებად კი პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.
„სუფთა ფურცელი"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე განმარტავს თუ რას გულისხმობს "ოცნება" „ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებაში" და საუბრობს ჰელსინკის სხდომის მნიშვნელობაზე.
„ოცნების" მიზანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციამ თვალი დახუჭოს იმ ქმედებებზე, რაც ოცნებამ განახორციელა, თუნდაც არჩევნების გაყალბებაზე. ამიტომ ოცნება ცდილობს, აშშ-ს ამაში დაარწმუნოს, რომ მზად არის ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, თუმცა, თქვენ დაივიწყეთ წარსული, რაღაცეებზე დახუჭეთ თვალები, და სამაგიეროდ კი ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ საქართველო იყოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და შევთავაზებთ ურთიერთკომპრომისულ ვარიანტს.
რაც შეეხება ჰელსინკის კომისიას, მგონია, რომ ის კვლავ გააკრიტიკებს ოცნებას, ალბათ მიაწვდის ზედა საფეხურს, სენატს, რომ დაამტკიცოს „მეგობარი აქტის" მიღება, რომელიც გულისხმობს სანქციებსა და სხვა მკაცრ ზომებს."-განაცხადა ჩიტაძემ
გასნხვავებულად ფიქრობს, ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე.
„ოცნების პარტიის მცდელობაა, რომ დაიწყოს ახალი ფურცლიდან ურთიერთობა, თუმცა მოგეხსენებათ, როგორია რეალობა. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე არის ჯო უილსონი, თუ რამე არ შეიცვალა, რომელიც უბრალოდ ბოდავს, რომ თურმე საქართველოს მართავს ჩინეთის კომუნისტური პარტია. ის, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, უკეთესი რეიტინგები აქვს, ვიდრე შეერთებულ შტატებს, ეს არ აინტერესებს. რას წარმოადგენს ერთადერთი და განუმეორებელი ლეგიტიმური სტიპენდიატი მაკკენიონის ინსტიტუტიდან - სალომე ზურაბიშვილი, ესეც ვიცით. წარმოიდგინეთ, ჰელსინკის კომისიაში ეს დუეტი.
„თუმცა, ჩვენ ვანახეთ ევროპარლამენტშიც ზოგიერთი ადამიანი, რომლებმაც თქვეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. მაგრამ ეს არ აისახება რეზოლუციებში, რადგან მათ სურთ საქართველო დაისაჯოს. ასეთია ჩემი შეფასება."
MEGOBARI აქტი
კითხვაზე როგორ აისახება მეგობარი აქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე და საარჩევნო შედეგებზე, პეტრე მამრაძე გვპასუხობს: ეს აქტი არანაირად არ იმოქმედებს ნამდვილი უმრავლესობაზე, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ხმა მისცეს „ოცნებას" ამ ადგილობრივ არჩევნებში. ეს პირპირდაპირი იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არსებობს არაობიექტური და არამეგობრული დამოკიდებულება მათ შორის ზოგიერთი სენატორის მხრიდან და სხვა არაფერი.
რა თქმა უნდა, ამაზე ხელზე დაიხვევენ კოლექტიური ნაცები, რომლებმაც თვითონ მოამზადეს ეს აბრევიატურა-MEGOBARI აქტი მოიფიქრეს ეს, ისინი ხომ გადასახლებულები არიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში. ვიცით, როგორ მოქმედებენ ახლა, კი დაიხვევენ ხელზე ამ აქტს, ხალხს ეტყვიან,ნახეთ ვაშინგტონის პოზიცია, რას აკეთებს ოცნება, იყვირებენ - და აქ დასრულდება, თუმცა ეს არ შეარყევს არჩევნების შედეგს.
ნიკა ჩიტაძეს აზრით კი მეგობარი აქტის მიღება ოპოზიციას დამატებით მოტივაციას მისცემს.
„არჩევნების შედეგებზე ვფიქრობ, რომ „მეგობარი აქტი" პირდაპირ ნაკლებ გავლენას მოახდენს, თუმცა, პოლიტიკურ პროცესებზე მისი ეფექტი აუცილებლად გამოჩნდება. აქტივირებული აქტი იქნება დარტყმა ოცნებისთვის და დამატებითი მოტივაცია ოპოზიციური ძალებისთვის, რაც იქნება იმის მანიშნებელი, რომ დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს ოპოზიციას."-განაცხადა ჩიტაძემ.
რას ამბობს „ოცნება"
10 სექტემბერს ჩანიშნულ ჰელსინკის კომისიის სხდომასთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი მოწმის სახით, საქართველოდან სალომე ზურაბიშვილია მიწვეული, ხელისუფლება არაფერს ელოდება - აშშ-ის ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია და საქართველო მზად არის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრჯერ გააჟღერა თავისი პოზიცია და ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზაობა.
„არაფერს ველოდებით. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან ბევრჯერ გავაჟღერეთ. ბოლოს, პრეზიდენტმა ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.
კატეგორიულად მიუღებელია წინა ადმინისტრაციის პირობებში არსებული დამოკიდებულება, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე. ბევრი მუქარა მოვისმინეთ, რომელიც გაჯერებული იყო ცილისმწამებლური ინფორმაციით.
თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია და საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ჩვენი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ხოლო მათი მხრიდან, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მანამდე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალსიტებთან განაცხადა, „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო", ასე გამოუვიდა ჰელსინკის კომისიას"-თქვა კობახიძემ
„შემაშფოთებელია „დიფ სთეითის" გავლენები მსოფლიო მასშტაბით, თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია და ევროპაში ძალიან მძიმე ტენდენციებია, იგივე ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა 4 წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, ამერიკის შეერთებული შტატები საბოლოოდ დაძლევს „დიფ სთეითის" გავლენას, საბოლოდ იმედი გვაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატიაც შეძლებს ამ გავლენის დაძლევას, დანარჩენი, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
თქვენ იცით, რომ ჰელსინკის კომისიაში „დიფ სთეითის" წარმომადგენლები მძლავრობენ და მათ დაიბარეს „დიფ სთეითის" აგენტები, ზურაბიშვილი, ხიდაშელი. „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო", ასე გამოუვიდა ჰელსინკის კომისიას, აბსოლუტურად სასაცილოა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი", - განაცხადა კობახიძემ.