
„ახალი ეპოქის დასაწყისი" - ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდნეტებმა ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა სტრატეგიული პარტნიორობა ახალი შეთანხმებებით განამტკიცეს - მხარეებმა 22 დოკუმენტს მოაწერეს ხელი, მათ შორის ენერგეტიკის, კოსმოსის, ფინანსებისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში. ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვისა და პეკინის დაახლოება დასავლეთის იზოლაციის პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რაც მსოფლიო ძალთა ბალანსი ახალ ეტაპზე გადაჰყავს.
საინტერესო შეფასებას აქვეყნებს ჯონ ე. ჰერბსტი - Atlantic Council-ის დირექტორი და ყოფილი აშშ-ის ელჩი უკრაინაში.
„პუტინი და სი ძინ პინი ერთმანეთს უახლოვდებიან არა იმიტომ, რომ ბუნებრივი მოკავშირეები არიან, არამედ იმიტომ, რომ ორივეს ერთი მოწინააღმდეგე ჰყავს - აშშ და დასავლური წესრიგი. ეს თანამშრომლობა რეალურად ავტოკრატების ბლოკს ქმნის. რუსეთი და ჩინეთი იძულებით უახლოვდებიან ერთმანეთს - ეს უფრო დასავლეთის სანქციებისა და იზოლაციის შედეგია, ვიდრე მათი საკუთარი თავისუფალი არჩევანი. ეს დუეტი უფრო ‘"ანტი-დასავლური ერთობაა", ვიდრე სტაბილური გეოპოლიტიკური ბლოკი" - წერს ექპსერტი ტელეგრამ არხზე.
„საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება მნიშვნელოვანი გარდამტეხ წერტილია" - განაცხადა ერიკ ოლანდერმა, The China-Global South Project-ის მთავარმა რედაქტორმა.
მისივე თქმით, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია დაარსებიდან, , უმეტესწილად არაეფექტური ორგანო იყო, ახალა ჩინეთი მისი გაძლიერებით პარალელური გლობალური მმართველობის შექმნას ცდილობს.
„სი ძინპინი ღიად აცხადებს, რომ ჩინეთი ცდილობს შექმნას პარალელური გლობალური მმართველობის სისტემა, რომელიც აშშ-სა და ევროპის მიერ ხელმძღვანელობით მოქმედ წესრიგს სცდება - რაც ათი წლის წინ წარმოუდგენლად ჩანდა."
„ვფიქრობ, ეს შეიცვლება და ამ ცვლილებას ვნახავთ ძალიან მალე, როგორც წევრთა რაოდენობის გაფართოების, ისე სი ძინპინის მხრიდან ორგანიზაციის დაფინანსებით მხარდაჭერის წყალობით - მსგავსი რამ აქამდე არ გვინახავს," - აღნიშნა ექსპერტმა „ალ ჯაზირასთან" საუბრისას.
მისივე შეფასებით, ეს ცვლილება უკავშირდება აშშ-ის როლის მიმართ აღქმის ტრანსფორმაციას და მსოფლიო საქმეებში აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტონის გამკაცრებას.
„ჩინეთის სწრაფვა მრავალმხრივობისკენ ემთხვევა იმ პერიოდს,როცა ტრამპმა გლობალური სავაჭრო ომი დაიწყო, . სწორედ მისმა სავაჭრო ომმა წარმოშვა საერთო პრეტენზიები SCO-ს წევრებსა და ზოგიერთ მეტოქეს შორისაც - მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთს შორის,- დასძინა ოლანდერმა.
ოლანდერის თქმით, სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა სი ძინპინის და ვლადიმირ პუტინის ერთობლივ ფოტოს,- რაც დიპლომატიური ერთიანობის ნიშნად იქცა.
რას გულისხმობს შეთანხმება
რუსეთი ჩინეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდას დათანხმდა და ხელი მოაწერა მემორანდუმს „ციმბირის ძალა 2"-ის ფართომასშტაბიანი მილსადენის მშენებლობის შესახებ. თუმცა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გაზის პროექტის ფასებზე შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული - განაცხადა სამშაბათს „გაზპრომმა".
„შეზღუდვების გარეშე" პარტნიორობა ჩინეთს - მსოფლიოში ენერგიის უდიდეს მომხმარებელს, და რუსეთს - ბუნებრივი რესურსების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს, კიდევ უფრო გაუმტკიცდა მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს მასშტაბური საქნციები დაუწესა.
გაფორმებულ დოკუმენტებს შორისაა: მემორანდუმი ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომსა" და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ატომური ენერგიის სააგენტოს შორის ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში
სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების შესახებ; ურთიერთგაგების მემორანდუმი სახელმწიფო კოსმოსურ კორპორაცია „როსკოსმოსსა" და ჩინეთის ეროვნულ კოსმოსურ ადმინისტრაციას შორის; შეთანხმება სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ „გაზპრომსა" და ჩინეთის ეროვნულ ნავთობკორპორაციას შორის; შეთანხმება ინოვაციური განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ „რუსეთის სბერბანკსა" და ცინჰუას უნივერსიტეტს შორის და სხვა.
მსოფლიო ახალ ეპოქაში შედის
პუტინი და სი ძინპინი, აცხადებენ, რომ მსოფლიო ახალ ეპოქაში შედის.
შეერთებული შტატები ჩინეთს თავის უდიდეს კონკურენტად, ხოლო რუსეთს - უდიდეს ეროვნულ-სახელმწიფოდ საფრთხედ მიიჩნევს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა დასავლეთის ნაბიჯები, რომლებმაც, მისი აზრით, მოსკოვი და პეკინი დააახლოვა.
კრემლის ცნობით, ჩინეთი ახლა რუსეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, რუსული ნედლი ნავთობისა და გაზის უდიდესი მყიდველი, რუსული ქვანახშირის მეორე, ხოლო რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე უდიდესი მყიდველია.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჰეგემონიზმისა და ძალაუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციის დაკავება და ნამდვილი მრავალმხრივი პოლიტიკის გატარება ", - თქვა სი ძინპინმა.
სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შენიშვნები გაიმეორა, რომლის თქმითაც, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია აღადგენს „ნამდვილ მრავალმხრივობას", რადგან ის „ევრაზიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბების პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ საფუძველს" ჩაუყრის.