რეზონანსი
07.08.2025

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, ოთხი წლის შემდეგ, საქართველო და თბილის კიდევ უფრო ლამაზი, განვითარებული, მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე იქნება, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება" იღებს.

„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. ოთხი წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული და კიდევ უფრო მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე. ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×