რეზონანსი
07.08.2025

ჩვენი მაჟორიტარები არიან ადამიანები, რომლებიც ემოციურად არიან განწყობილები ზუსტად ისე, როგორც საუკეთესო თბილისელი, როგორც ჩვენი ყველა თანამოქალაქე, ვისაც უყვარს ეს ქალაქი, ვისაც უყვარს საქართველო და პატრიოტიზმის მისთვის არის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, - განაცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე საუბრისას.

„გარდა ამისა, ყველა თავისი დარგის სპეციალისტია. ყველა თავისი დარგის მაღალი მაღალი დონის ინტელექტუალი პროფესიონალია. არა მხოლოდ ქალაქის მიმართ, არამედ ზოგადად იმ საკაცობრიო მნიშვნელობის საკითხების მიმართ აქვს სწორი დამოკიდებულება, როგორიც უნდა ჰქონდეს ქართველ პატრიოტ ადამიანს, ვინც აფასებს ყველაფერს რასაც ქართული ჰქვია და საქართველოს ინტერესები მისთვის არის უპირველეს ყოვლისა", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნება" პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს, 21:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×