რეზონანსი
07.08.2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, იონ ილიესკუს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, იონ ილიესკუმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოსა და რუმინეთს შორის კავშირების განმტკიცებაში.

„ღრმად ვართ დამწუხრებული რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი იონ ილიესკუს გარდაცვალების გამო. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოსა და რუმინეთს შორის კავშირების განმტკიცებაში. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ასევე რუმინეთის ხალხსა და მთავრობას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×