რეზონანსი
07.08.2025

კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არანაირად არ მოსწონს და არანაირად არ უჭერს მხარს იმას, რომ კონსტიტუციასთან სიახლოვეს მყოფი რაიმე პროცესი განვითარდეს. ეს არის უბედურება, რომელიც გუშინ ვიხილეთ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, რითაც იგი აქციის მონაწილეებსა და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრებს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

,,მავნებლობით ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მეტი რესურსის მფლობელია დესტაბილიზაციისთვის და რომელი უკეთ შეასრულებს მარიონეტის როლს. ეს ამოცანა დღის წესრიგში რჩება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დაპირისპირება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, ინდიკატორია იმ შინაარსისა, რისი მატარებელიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - არანაირი ქმედება, რომელიც ახლოს არის საქართველოს კონსტიტუციასთან და ზოგადად, დემოკრატიულ საზოგადოებასთან და დღის წესრიგთან“, - განაცხადა ვოლსკიმ.

აქციის მონაწილეებსა და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრებს შორის რუსთაველის გამზირზე სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გრიგოლ გეგელიას ადგილზე ყოფნა გააპროტესტეს. გეგელიას და „ლელოს“ სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვება მოუწიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×