რეზონანსი
05.08.2025

რუსთავში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. "ინფო რუსთავის" ცნობით, მეგობრობის გამზირზე, გადასასვლელზე მოძრავ 10 წლის ბავშვს "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

ბავშვთა მიმღების მორიგე ექიმის, შორენა დიასამიძის განცხადებით პაციენტს ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

ავარიის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×