რეზონანსი
04.08.2025

„ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ლევან ხაბეიშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ვიცით, რომ ხაბეიშვილი აჟღერებს და ახმოვანებს გარკვეული ძალების გადაწყვეტილებებს. რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ თეთრ ცხენზე ავარდებოდა, შევარდებოდა „ვივამედში" და გამოიხსნიდა სააკაშვილს.

ვიზალიბერალიზაცია, რომელიც მისაღები კი არ აქვს ქართულ საზოგადოებას, დამსახურებულად აქვს მიღებული 2017 წელს და არანაირი კრიტერიუმი არ არსებობს მისი შეჩერების - გამომდინარე აქედან, როდესაც ამას საუბრობ, რომ შენ თუ კაცებს არ დააქორწინებ და მეორე ფრონტს არ გახსნი, მაშინ შეგიჩერებ ვიზალიბერალიზაციას, ეს არის ზუსტად უცხოური ძალების გაჟღერებული პოზიცია, თორემ ხაბეიშვილი რისი გადამტრიალებელი და დამხობია?!", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ოპოზიციის რადიკალური გეგმა 4 ოქტომბრისთვის. ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას აანონსებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×