
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი მიიჩნევს, რომ რუსეთი დროის გაჭიანურებას ცდილობს, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ვლადიმირ პუტინს ახლავე შეხვდეს.
„პესკოვის განცხადება „შესაძლო" შეხვედრის შესახებ, დროის მორიგ გაჭიანურებად გამოიყურება, რადგან მასში არანაირი კონკრეტიკა არ არის", - აღნიშნა ერმაკმა.
მისი თქმით, უკრაინის პოზიცია მკაფიოა.
„ჩვენ მზად ვართ ლიდერების შეხვედრისთვის", - ხაზგასმით აღნიშნა ერმაკმა.
მანამდე კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არის, შეხვდეს უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის მას შემდეგ, რაც შეხვედრა ექსპერტების დონეზე მომზადდება.