ნატალია ჯვარიძე
18.07.2025

ბათუმის ცენტრში, რესტორანში კაცი ჩაცხრილეს. მას მინიმუმ 5 ტყვია აქვს მოხვედრილი. წინასწარი ინფორმაციით, მოკლული სავარაუდოდ თურქეთის მოქალაქეა. ის გარემოება, რომ მეტი არავინ დაშავებულა, იმაზე მეტყველებს, რომ მკვლელი პროფესიონალი ქილერი იყო.

40 წლამდე კაცი ნინოშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანის" მიმდებარედ, „გრილ რესტორანში" დაახლოებით 15:00 საათზე ჩაცხრილეს. მას ზურგის არეში 5 ტყვია აქვს მოხვედრილი.

რესტორნის შიდა და გარე პერიმეტრზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. ნინოშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, ტერიტორია სამართალდამცავებმა გადაკეტეს.

ადგილზე მყოფი პირების ცნობით, სროლის შედეგად ჩაიმსხვრა რესტორნის მინები.

ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ეჭვმიტანილმა მოტოცოკლეტიდან განახორციელა სროლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში" შემოვიდა შეტყობინება, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება", - აცხადებენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×