რეზონანსი
12.07.2025

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 33 წლის ბაიკერი ამირო ლაღიძე ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ამობრუნდა, მის საშველად გადასულ მამაკაცს კი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მოტოციკლის მძღოლი კლინიკაში შეყვანის დროს მძიმედ იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მის გადასარჩენად მისულ კაცს კი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

წყარო: პრაიმ ტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×