
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აღიარებს, რომ საქართველოს აშშ-სთან რთული პერიოდი აქვს და ამბობს, რომ MEGOBARI act-ის მსგავსი აქტი შეიძლება, აშშ-მა კიდევ ბევრი მიიღოს.
ამის მიუხედავად, თენგიზ შარმანაშვილი იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან აშშ საქართველოსთან სამართლიან ურთიერთობას დაუბრუნდება.
ურთიერთობა აღდგება. ახლა არის რთული პერიოდი, მაგრამ ეს დაიძლევა მე დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ ჩემ წარმოდგენაში, ღმერთმა ეს წარმოდგენა არ შემაცვლევინოს, მაინც ფლაგმანი არის სამართლიანობისა აშშ და ეს უსამართლო დამოკიდებულება დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს წესით.
ეს სირთულეები იქნება და ასეთი აქტები შეიძლება კიდევ ბევრი მიიღონ, მაგრამ ადრე თუ გვიან აშშ საქართველოსთან სამართლიან ურთიერთობას დაუბრუნდება და მე ამის მჯერა," - განაცხადა შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ MEGOBARI act-ი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას. ასევე, კანონპროექტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.