|

საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დავიჭირეთ პრემიერის ინიციატივას. რიგგარეშე სესიის ფორმატში გვექნება შესაბამისი კანონპროექტების განხილვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".
„ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რაზეც იყო საუბარი არის ნარკოდანაშაულები და მათ შორის საზოგადოებაში ნარკოტიკის მოხმარების გავრცელება. ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ შსს-ს ძალიან აქტიურ ქმედებებს და ამოღებული ნარკოტიკებიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანია ამ მხრივ ძალისხმევის გაძლიერება, შესაბამისად პარლამენტი შექმნის ყველანაირ საკანონმდებლო პირობას რომ ერთის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ ყველა ინსტრუმენტი ნარკოდანაშაულის აღმოსაფხვრელად, მეორე მხრივ კი ამოივსოს ყველა შესაძლო საკანონმდებლო ხვრელი, რომელიც შესაძლოა ახალისებდა, ან სათანადოდ არ აღკვეთდა შესაძლებლობას, გამოყენებული ყოფილიყო ფსიქოტროპული ნივთიერებების თუ სხვა მხრივ ლეგალური შეძენის არხები. ამიტომ, ყველა ამ მიმართულებით კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებები იქნება მიღებული, რომელმაც თვისებრივად უნდა გააუმჯობესოს მდგომარეობა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|