რეზონანსი
24.06.2025

პარტიაში "გახარია საქართველოსთვის" არ ამბობენ, სად იმყოფება პარტიის ლიდერი, რომელიც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზეა დაბარებული.

ასევე, გახარიას პარტიაში არ ამბობენ, როდის დაბრუნდება ის საქართველოში.

ცნობისთვის, გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. ამჯერად, საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება. კომისიის წევრები განმარტავენ, რომ გიორგი გახარიას მოსმენას საგამონაკლისო წესი არ ეხება. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით კითხვებს გაურბის, პარტიაში კი ამბობენ, რომ ის მზადაა, ნებისმიერ კითხვას დისტანციურ რეჟიმში უპასუხოს.

გუშინ კომისიამ საკითხს კენჭი უყარა და გახარიას დამატებითი დრო მისცა - სხდომაზე მის გამოცხადებას ახლა უკვე 2 ივლისს ელოდებიან.

კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემაში "ღამის კურიერი", განაცხადა, რომ "გიორგი გახარიას მოუწევს, 2 ივლისისთვის საქართველოში ჩამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება პროკურატურაში საქმის გადაგზავნის აშკარა საფუძველი".

საბოტაჟი, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება - ჩორჩანას ეპიზოდი სწორედ ამ საქმის ერთ-ერთი ნაწილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×