რეზონანსი
22.06.2025

ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ამ გლობალური დაპირისპირების დიდ და სავალალო სცენარში, პირდაპირ ამბობენ, რომ სწორედ საქართველომ უნდა შეასრულოს გარკვეული როლი, რომელსაც სამწუხაროდ საზარბაზნე ხორცის როლი ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ 2019 წელს ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის საკითხზე საუბრისას.

„საკვირველია - ადამიანები, ვისაც ქართული გვარი გააჩნიათ, საქართველოს ჰიმნს მღერიან და დროშას აქნევენ, რატომ არიან ჩართული ისეთ სცენარში, რომელმაც სისხლი და ცრემლი უნდა მოუტანოს საქართველოს. რა პერსპექტივას ხედავენ თავისი გამეფების გარდა ამ ვითარებაში. სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის [ყოფილი] პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის წევრი გიორგი გახარია, რაც ხელთ გვაქვს ყველა ნიშნით ამ სცენარში არის ჩართული", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

„საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის საქმე", - ამ მიმართულებით მიდის გამოძიება, რომლის მთავარი ფიგურანტიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. საქმე ეხება ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის საკითხს.

როგორც გაირკვა, აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვა არც ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი არ იყო ინფორმირებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×