რეზონანსი
20.06.2025

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი ალი შამხანი ცოცხალია.

როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, შამხანს მძიმე დაზიანებები აქვს და საავადმყოფოში მკურნალობს.

„მე ცოცხალი ვარ და მზად ვარ თავგანწირვისთვის", - ნათქვამია შამხანის მიერ ირანული მედიისთვის მიწოდებულ განცხადებაში.

გასულ კვირას ისრაელის მიერ მიტანილი იერიშის შემდეგ, როგორც ირანის, ისე ისრაელის მედია წერდა, რომ შამხანი იერიშის დროს მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×