რეზონანსი
20.06.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულის, „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება მსჯავრდებული ბაჩიაშვილი.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ, შოთა ქარუმიძის დაკითხვა მოხდება.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება დაუსწრებლად, მას შემდეგ წარუდგინა, რაც მან ქვეყანა „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე განაჩენის გამოტანამდე დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×