
„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობამ 3 704 500 ადამიანი შეადგინა. აქედან 1 780 600 კაცია, ხოლო 1 923 900 ქალი. აღნიშნული სტატისტისკიდან გამოდის, რომ კაცებში 11%-ს გიორგი ჰქვია, ხოლო 6%-ს ნინო.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში 193 284 გიორგია და შესაბამისად, კაცებში ყველაზე გავრცელებული სახელია, ხოლო ქალებში ნინო. აღნიშნული სახელი 115 644 პირს ჰქვია.
ქვეყანაში 11%-ს გიორგი ჰქვია, 6%-ს ნინო - 20 სახელი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია
კაცებში შემდეგ პოზიციაზეა დავით, რომელიც კაცების 4% ჰქვია, ხოლო ქალებში მარიამ, რომელზეც ასევე 4% მოდის.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკაზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, საქართველოში კაცებისა და ქალების ყველაზე გავრცელებული სახელების შესახებ.
ქალის სახელები:
ნინო - 115 644
მარიამ - 71 801
ანა - 49 761
მარიამი - 48 399
თამარ - 48 008
მაია - 46 920
ნანა - 42 158
ელენე - 39 557
ნათია - 38 388
მანანა - 32 705
ქეთევან - 32 264
თამარი - 28 703
სალომე - 26 725
მარინე - 26 601
ხათუნა - 25 415
ეკატერინე - 24 027
მარინა - 23 784
ლია - 23 737
ნათელა - 23 694
ბარბარე - 23 482
კაცის სახელები:
გიორგი - 193 284
დავით - 68 181
ალექსანდრე - 46 509
ლუკა - 45 498
ნიკოლოზ - 39 985
ირაკლი - 36 051
საბა - 29 627
ზურაბ - 29 099
ლევან - 27 464
დავითი - 26 053
ლაშა - 25 524
ნიკა - 22 934
ანდრია - 22 050
გოჩა - 21 494
მამუკა - 21 325
ზაზა - 20 615
ილია - 18 924
ნიკოლოზი - 18 787
მიხეილ - 18 302
გელა - 17 197