რეზონანსი
19.06.2025

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. გეკა გელაძე პირველ მოადგილესთან როლანდ მესხთან, მოადგილეებთან ალექსანდრე დარახველიძესთან და შალვა თადუმაძესთან ერთად მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი მცხეთა-მთიანეთში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია. მინისტრმა დაცვის პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. გეკა გელაძემ რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დანაყოფების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასევე, თანამშრომლებისგან სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×