რეზონანსი
05.06.2025

"ლელო" აქამდე ნელ-ნელა აპარებდა ოპოზიციურ ფლანგს, არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობაო... დღეს ამ რეზოლუციამ მას, რომ იტყვიან, პოლიტიკურ-მორალური გზა გაუხსნა," - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც ქართულ ოპოზიციას მოუწოდებს, გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები.

"ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, არის ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელიც შენარჩუნებული იქნება, როგორც ქუჩის ოპოზიცია და არის მეორე ნაწილი ოპოზიციისა, რომელსაც პირდაპირი რეკომენდაცია ექნება მიცემული, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა. მაგალითად, "ლელო," რომელიც აქამდე ნელ-ნელა აპარებდა ოპოზიციურ ფლანგს, რომ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობაო, დღეს ამ რეზოლუციამ მას, რომ იტყვიან პოლიტიკურ-მორალური გზა გაუხსნა. დამოუკიდებლად, როგორც ყველა გადაწყვეტილების მიღება ამ გადაწყვეტილების მიღებაც უჭირდათ, ამიტომ ეს რეზოლუციაც წამოეხმარათ და უთხრა, რომ მიიღეთ მონაწილეობა. ახლა იტყვიან ევროპამ გვითხრაო და გამართლებას იმაში მოძებნიან, რომ სამაგიეროდ, იქვე ხომ ჩაწერეს, ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ვცნობთო," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×