რეზონანსი
05.06.2025

თბილისის მერობას ვაპირებ და დაგამარცხებთ ყველა რადიკალურ დაჯგუფებას, ვინც ხართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა, თავად დარჩეს თბილისის მერობის კანდიდატად.

„მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ, ყველა რადიკალურ დაჯგუფებას, ვინც ხართ, დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს, რაც არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე აბსოლუტურად უალტერნატივოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×