|

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმის იზოლაცია მოახდინონ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტის მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროპარლამენტის მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს, რადგან მიგვაჩნია, რომ დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მარტო არ ვართ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბრძოლა მშვიდობიანია. ჩვენ დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ერთგული ვართ და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, ხმის მიცემის უფლებას, შეკრების უფლებასა და რეპრესიების გარეშე ცხოვრების უფლებას მტკიცედ ვიცავთ. მრავალი თვეა ქართველი ხალხი და ქართული სამოქალაქო საზოგადოება საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის. გვჯერა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმის იზოლაცია მოახდინონ. ასევე, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის, დემოკრატიისთვის მებრძოლების, დამოუკიდებელი მედიისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ასევე, გვჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებმაც საქართველოს ევროპული მომავლისგან დაშორება გადაწყვიტეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან მოქმედებებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების კოორდინაცია", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|