
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფილიალები უპრინციპოა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არჩევნების თაობაზე სხვა გადაწყვეტილებას ვერც მიიღებენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუქმება ელოდება და ეს ცხადზე უცხადესია“.
„დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მტკიცებულებები უკვე საკმარისზე მეტია. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებენ, წააგებენ, თუ არ მიიღებენ – საერთოდ გაქრებიან. საერთო კანდიდატურას კი, ვერ მოახერხებენ, რადგან საერთო განცხადებაზეც კი ვერ თანხმდებიან, მაგალითად, გირაო უნდა გადაიხადონ თუ არა. „ნაცმოძრაობამ“ თავისი ფილიალებით რა რეიტინგიც საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო, თვითმმართველობის არჩევნებში იმის ნახევარს თუ მიიღებენ. ამომრჩეველი ჯერ გადააგდეს და პარლამენტში არ შევიდნენ, შემდეგ კი, უთხრეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო და ამ დროს გაიშიფრნენ, რომ „ნაცმოძრაობას“ საქართველოს უკრაინიზაცია უნდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.