რეზონანსი
01.06.2025

ოპოზიციის სურვილი სავარაუდოდ იქნება არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ აქ ირთვება ის მაგრამ, რომელიც ზოგადად აგენტურულ, რადიკალურ ოპოზიციას მძიმე ჯვრად მოჰყვება, ისინი საკუთარი ნება-სურვილის აღმსრულებლები არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე საუბრისას.

„როდესაც ხარ დავალების შემსრულებელი, შენ პრინციპულობაში ვერ იქნები წარმატებული, ამიტომ ელოდებიან იმ გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებენ მათივე პატრონებისგან.

64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და ეს კიდევ ერთი განაჩენი იქნება რადიკალებისთვის ჩვენი ელექტორატის მხრიდან. თუკი ყველა მიიღებს მონაწილეობას, იქნება მაქსიმუმ 4-5 კაცით მთელი ჯგუფი წარმოდგენილი თვითმმართველობის დონეზე და ბუნებრივია, რომ ეს ვერანაირად ვერ შეცვლის სურათს გადაწყვეტილებების მიღებაში", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×