რეზონანსი
01.06.2025

როდესაც საელჩო გარკვეულ ინტენსიურ მოლაპარაკებებშია ოპოზიციურ ჯგუფებთან, მითუმეტეს ასეთი ექსტრემისტული გამოვლინებების ფონზე, გვაფიქრებინებს, რომ აქ გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს ჰქონდა ადგილი წინა ადმინისტრაციის დროს და ჯერ-ჯერობით არ შენელებულა ეს ტენდენცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

„მყისიერად განცხადების გამოქვეყნება, რომელიც ორაზროვნებას შეიცავს იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ -ს და საქართველოს შორის არსებობს რაღაც გადაუწყვეტელი პრობლემები და ამ შემთხვევაში, რადგან ბიძინა ივანიშვილს დაწესებული აქვს ეს ფორმალური და არაფორმალური აბსოლუტურად უსამართლო სანქციები, ამ ვითარებაში არასერიოზული იქნებოდა ამ თემებზე რაღაც მოლაპარაკებების გამართვა.

ხალხმაც კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს არასოდეს თავისი პირადი ინტერესი არ დაუყენებია სახელმწიფო ინტერესზე მაღლა", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

აშშ-ის საელჩო საქართველოში „ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. მოგვიანებით, საელჩოს განცხადებას ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×