რეზონანსი
01.06.2025

რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი გარკვეული გაგებით მარიონეტული ომია, - ამის შესახებ უკრაინს საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.

„ფოქს ნიუსის" ჟურნალისტმა კელოგს უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომს მარიონეტულ ომად მიიჩნევს.

„გულწრფელად, გარკვეული გაგებით ასეც არის. შეხედეთ, რა გააკეთეს ევროპელმა ქვეყნებმა მხარდაჭერით. ვგულისხმობ, ეს ნათელია - პუტინი ამას ხედავს. ასე რომ, ყველა უნდა იყოს მზად, რომ ცოტათი უკან დაიხიოს", - განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×