რეზონანსი
27.05.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობას და ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან.

„ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა, ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ. სახელმწიფოს ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული ისეთი პროგრამების განხორციელებისკენ, რომლებიც დიასპორის წარმომადგენელთა ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და განათლების საკითხებს ეძღვნება. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობას, ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან, უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს, რომლებმაც უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×