რეზონანსი
26.05.2025

მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობდით და ეს ლამის გლობალურ კატასტროფად იქცა, - ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მასა და ბრიჯიტ მაკრონს შორის დაპირისპირების შესახებ.

მედიაში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც ემანუელ მაკრონის ვიეტნამში ჩასვლის დროს არის გადაღებული და რომლითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეუღლემ საფრანგეთის პრეზიდენტს სილა გააწნა. როგორც მედია წერს, მაკრონი ჯერ გაოგნებულია, შემდეგ კი თვითმფრინავის ტრაპიდან ხელს იქნევს და ადამიანებს ესალმება.

ეს კადრები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. თავდაპირველად ელისეის სასახლეში ვიდეოს ავთენტურობას უარყოფდნენ, თუმცა შემდეგ დაადასტურეს, რომ კადრები ნამდვილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×